ავტორიზაცია

სერხიო რამოსი შესაძლოა ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდეს

სერხიო რამოსი შესაძლოა ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდეს
თარიღი 26 იან 2023, 13:10
AS-ის ცნობით, "პსჟ"-ს მცველი სერხიო რამოსი შესაძლოა ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდეს.

ესპანეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე აპირებს რამოსთან ისაუბროს. 

შეგახსენებთ, რომ რამოსმა ესპანეთის ნაკრებში 180 მატჩი ჩაატარა. ესპანელი მცველი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა.

ახალი მწვრთნელის დებიუტი ესპანეთის ნაკრებში 2024 წლის მარტის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შედგება.