ავტორიზაცია

ალ-იტიჰადის მცველი რონალდუზე: "20 წლის ბიჭის ფეხები ნამდვილად აღარ აქვს"

ალ-იტიჰადის მცველი რონალდუზე: "20 წლის ბიჭის ფეხები ნამდვილად აღარ აქვს"
თარიღი 26 Jan 2023, 13:37
"ალ-იტიჰადის" მცველმა მარსელ ტისერანმა საუდის არაბეთის თასის ნახევარფინალში "ალ-ნასრისთან" შეხვედრამდე პორტუგალიელი თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

„თქვენ ხედავთ, რომ რონალდუ საკუთარ თავზე კარგად ზრუნავს. მაგრამ მას 20 წლის ბიჭის ფეხები ნამდვილად აღარ აქვს.

ვხედავთ, რომ ახლა მას მეტი თანაგუნდელები სჭირდება. რონალდუ უფრო მეტს თამაშობს თავით, მეტ ყურადღებას აქცევს თავის მოძრაობებს და დროის განცდას. 

ის ვითარდება. ვფიქრობ, ის სწრაფად მოერგება საუდის არაბეთის ჩემპიონატს. “, - განაცხადა ფუტმერკატომ.