ავტორიზაცია

ჩავი: "დემბელე პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია"

ჩავი: "დემბელე პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია"
თარიღი 26 იან 2023, 13:22
კატალონიური "ბარსელონას" მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა გუნდის ფორვარდის, უსმან დემბელეს თამაშზე კომენტარი გააკეთა.

"ჩემი ჩამოსვლის შემდეგ, დემბელემ თამაში გააუმჯობესა. ამ მომენტში ვხედავ, რომ მცველები, რომლებიც მის წინააღმდეგ თამაშობენ, იტანჯებიან. მე ყოველთვის მჯეროდა მისი და ვიცოდი, რომ მას ბევრი რამის მიცემა შეეძლო თავისი კლუბისთვის.

ადრე მას აკრიტიკებდნენ, ბარსაში მისი ნახვა არ სურდათ, ახლა კი  ტაშს უკრავენ. უზომოდ ბედნიერი ვარ უსმანით.

დემბელე პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია. მე ეს დიდი ხანია ვიცოდი და ახლა მან საბოლოოდ დაიწყო ამის დაჯერება“, - განაცხადა ხავიმ.