ავტორიზაცია

პსჟ ბარსელონას ექს-ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს და პირველი შემოთავაზება უკვე მზად აქვს

პსჟ ბარსელონას ექს-ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს და პირველი შემოთავაზება უკვე მზად აქვს
თარიღი 27 იან 2023, 22:27
„პსჟ“ „ბარსელონას“ ექს-შემტევის, ბრაზილიელი მალკომის ტრანსფერზე მუშაობს.

L’Equipe-ს ინფორმაციით, 25 წლის ბრაზილიელმა პარიზში ამ სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

ამ ეტაპზე, „პსჟ“ „ზენიტისთვის“ ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს, რის შემდეგაც რუსულ გუნდს ტრანსფერის თაობაზე მიმართავს.

ფრანგული პრესა წერს, რომ „პსჟ“ ფეხბურთელის იჯარით და შემდგომი გამოსყიდვის უფლებით დამატებას შეეცდება, რომლის გააქტიურებაც საკმაოდ მარტივი იქნება.

ამ სეზონში ბრაზილიელმა რუსეთის პრემიერ ლიგის 17 მატჩში 12 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.