ინტერი ზაფხულში პსჟ-ს მცველის დამატებას შეეცდება
„პსჟ-ს“ მცველმა პრესნელ კიმპემბემ კარიერა შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.
ალფრედო პედულას ინფორმაციით, „პსჟ-ს“ ფეხბურთელით „ინტერი“ ინტერესდება.
მილან შკრინიარმა „ინტერთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა და დიდი ალბათობით, ზაფხულში „პსჟ-ს“ უფასოდ შეუერთდება, როცა კონტრაქტი ამოეწურება. ასევე, ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება სტეფან დე ვრეიც, რომელთანაც „ნერაძური“ ჯერ არ შეთანხმებულა.
ამ სიტუაციაში, მილანური გუნდი დაცვის გაძლიერების ვარიანტებს ეძებს და კიმპემბეს კანდიდატურას განიხილავს. კლუბში ფრანგის შესაძლებლობებს დადებითად აფასებენ და მის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეცდებიან.
კიმპემბე „პსჟ-ში“ ძირითადის წევრი არ არის, მან ამ სეზონში ლიგა 1-ს მხოლოდ 8 მატჩი მიიღო მონაწილეობა.