ავტორიზაცია

სიმეონე: "ყველასთვის სულერთია, რომ სებალიოსი გასაძევებელი იყო, არადა მეტოქე 10 კაცით უნდა დარჩენილიყო"

სიმეონე: "ყველასთვის სულერთია, რომ სებალიოსი გასაძევებელი იყო, არადა მეტოქე 10 კაცით უნდა დარჩენილიყო"
თარიღი 27 იან 2023, 22:55
„რეალთან“ მატჩის შემდეგ, დიეგო სიმეონე მსაჯების მუშაობით უკმაყოფილო დარჩა.

„ატლეტიკო“ კოპა დელ რეის მეოთხედფინალში „რეალთან“ დამატებით დროში 1:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

რა აკლდა ჩემ გუნდს? ვფიქრობ, 70-ე წუთამდე კარგად ვთამაშობდით. შემდეგ, სებალიოსის ჯარიმა მოხდა და ყველასთვის სულერთია, რომ მან მეორე ყვითელი ბარათი არ მიიღო. არადა, ანგარიში მიგვყავდა და მეტოქე 10 კაცით უნდა დარჩენილიყო. ეს არ მოხდა, შემდეგ კი სავიჩი გააძევეს და კაცნაკლულები ჩვენ დავრჩით.

როდრიგოს გოლი - წარმოუდგენელი ინდივიდუალური ოსტატობაა. იქამდე „ატლეტიკო“ საუცხოო ფეხბურთს აჩვენებდა, თუმცა ათი კაცით უპირატესობის შენარჩუნება რთულია. მიუხედავად ამისა, ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, ჩემმა გუნდმა კი ის ფეხბურთი ითამაშა, რომლის ხილვაც მე მინდოდა. კმაყოფილი ვარ, რაც დავინახე, რადგან ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და სასიამოვნო შთაბეჭდილებაც დატოვეს.“ - აღნიშნა სიმეონემ.