ავტორიზაცია

დანი ალვეშის მეუღლემ სოციალური ქსელებიდან ფეხბურთელთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო წაშალა - ქორწილისაც კი

დანი ალვეშის მეუღლემ სოციალური ქსელებიდან ფეხბურთელთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო წაშალა - ქორწილისაც კი
თარიღი 27 იან 2023, 23:00
გაუპატიურებაში ბრალდების წაყენების და წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, დანი ალვეშის მეუღლემ, სოციალურ ქსელებიდან ფეხბურთელთან ერთად გადაღებული ყველა სურათი წაშალა.

„ბარსელონას“, „პსჟ-ს“, „იუვენტუსის“ და სხვა გუნდების ყოფილი მარჯვენა მცველი გირაოს შემტანის უფლების გარეშე ჩასვეს ციხეში და ის სასამართლოს საბოლოო განაჩენს ელოდება, ალვეშს 4-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ფეხბურთელის მეუღლემ, ჟოანა სანსმა, დანის ჯერ საჯაროდ მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ალვეშის წამოკიდებას წლების მანძილზე ასე ხშირად ცდილობდნენ, თუმცა ახლა, ქალბატონმა სოციალური ქსელებიდან მასთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო წაშალა, მათ შორის ქორწილიდანაც კი.

სანსი და ალვეში 2017 წლიდან არიან ქორწინებაში, იქამდე ფეხბურთელს დინორა სანტანა ჰყავდა ცოლად, რომელთანაც მან 2008-2011 წლებში იცხოვრა.

გოგონამ, რომელიც ალვეშს სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს, ფინანსურ კომპენსაციაზე უარი თქვა და მხოლოდ ის სურს, რომ ფეხბურთელი სათანადოდ დაისაჯოს. ალვეშმა სასამართლოში რამდენჯერმე ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა.