ავტორიზაცია

გაჩერება არ იქნება - ჩელსიმ მორიგი 30-მილიონიანი ტრანსფერი დახურა

გაჩერება არ იქნება - ჩელსიმ მორიგი 30-მილიონიანი ტრანსფერი დახურა
თარიღი 27 Jan 2023, 23:03
„ჩელსი“ ფულის ხარჯვას აგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ლიონის“ მარჯვენა მცველი მალო გუსტო კარიერას ლონდონურ კლუბში გააგრძელებს.

21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი „ჩელსის“ 30 მილიონი ევრო დაუჯდება. კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია.

თუმცა, გუსტო „ჩელსის“ არა იანვარში, არამედ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდება, ეს „ლიონის“ მთავარი მოთხოვნა იყო, რომელსაც ფეხბურთელის სეზონის ბოლომდე შენარჩუნება სურდა.

შესაბამისად, გუსტოს ტრანსფერი „სტემფორდ ბრიჯზე“ უახლოეს პერიოდში 30 მილიონ ევროდ დაიხურება, თუმცა ფეხბურთელი „ჩელსიში“ სეზონის ბოლოს გადაბარგდება.