ავტორიზაცია

საყვარელი მეტოქე: გვარდიოლამ არენალთან მე-18 გამარჯვება მოიპოვა

საყვარელი მეტოქე:  გვარდიოლამ არენალთან მე-18 გამარჯვება მოიპოვა
თარიღი 28 იან 2023, 09:43
მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "არსენალის" დამარცხება კიდევ ერთხელ შეძლო.

ინგლისის თასის 1/16-ის შეხვედრაში "ქალაქელებმა" მინიმალური ანგარიშით (1:0) გაიმარჯვეს. გამარჯვების გოლის ავტორი ნათან აკე იყო, რომელმაც შეხვედრის 64-ე წუთზე გაიტანა. 

BBC-ის ცნობით, გვარდიოლამ "არსენალი" ყველა ტურნირზე ერთად 18-ჯერ დაამარცხა - იმაზე მეტჯერ, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდი მთელი მისი სამწვრთნრლო კარიერის მანძილზე. 

ესპანელი სპეციალისტის საყვარელი მეტოქეების სიაში მეორე ადგილზეა "ბარნლი" 14 მოგებით, ხოლო "ჩელსი" მესამეა 13-ით.