ავტორიზაცია

რონალდუ მზად არის ტურინის პროკურატურაში ჩვენება მისცეს

რონალდუ მზად არის ტურინის პროკურატურაში ჩვენება მისცეს
თარიღი 28 Jan 2023, 18:13
კრიშტიანუ რონალდუ მზადაა ტურინის პროკურატურაში "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში ჩვენება მისცეს. 

ტურინული კლუბი ეჭვმიტანილია პანდემიის დაწყების დროს მოთამაშეებისთვის ფარული გადასახადების გადახდაში.

იანვრის დასაწყისში იტალიურ მედიაში გაჩნდა დოკუმენტი კრიშტიანუ რონალდუსთვის გადახდილ ხელფასთან დაკავშირებით. მას ხელს აწერდა "იუვენტუსის" ყოფილი დირექტორი ფაბიო პარატიჩი, მაგრამ ფეხბურთელის ხელმოწერა იქ არ იყო.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბებერი ქალბატონს" რონალდუს 20 მილიონი ევრო აქვს ვალი.

კრიშტიანუ რონალდუს თავდაპირველად არ სურდა ტურინის პროკურატურასთან ურთიერთობა, მაგრამ ახლა გადაიფიქრა, წერს La Gazzetta dello Sport.