უცნაურობები ეროვნული ლიგის გუნდში: გამოცხადებული ტრანსფერი რომელიც არ შედგა და არასრულ 1 თვეში გაწყვეტილი კონტრაქტი
ბათუმის "დინამომ" თურქული შეკრების პირველი ნაწილი დაასრულა და შეკრების მეორე ნაწილს თებერვლის დასაწყისიდან დაიწყებს.
ქართული საკლუბო ფეხბურთში უცნაურობები არასდროს გვაკლდა და არც ეს სატრანაფერო ფანჯარაა გამონაკლისი.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა 28 დეკემბერს სერბი ცენტრალური მცველის ნემანია ლიუბისავლიევიჩის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა. თუმცა, ეს ტრანსფერი საბოლოოდ არ შედგა და ფეხბურთელი სერბულ "ვოივოდინაში" გადავიდა.
როგორც ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, აჭარული გუნდი კიდევ ერთმა სერბმა ფეხბურთელმა სტეფან ჰაიდლინმა დატოვა.
ამ შემთხევვაში კონტრაქტის გაწყვეტა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. როგორც გავიგეთ ფეხბურთელი ახალ გარემოს ვერ შეეგუა და კლუბს ნაადრევად დატოვება ისურვა.
ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი