სერია A-ს გუნდების მწვრთნელებმა ხვიჩა გამოარჩიეს - ვინ დაასახელა ქართველი ჩემპიონატის აღმოჩენად?
იტალიურმა ITALPRESS-მა გამოკითხვა ჩაატარა, რომელმაც სპეციალისტებს სთხოვა, გაეკეთებინათ პროგნოზი თუ ვინ იქნებოდა ჩემპიონატის გამარჯვებული, ჩემპიონატის აღმოჩენა გუნდი და ჩემპიონატის აღმოჩენა ფეხბურთელი.
გამოკითხვას მონაწილეობა სერია A-ს 17 გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა მიიღეს. პროგნოზების გაკეთებისგან თავი მხოლოდ "ლაციოს", "მონცასა" და "რომას" თავკაცებმა შეიკავეს.
სეზონის აღმოჩენა გახდომა "ნაპოლის" 21 წლის გარემარბს 17-იდან 10-მა მწვრთნელმა უწინასწარმეტყველა: დავიდე ბალარდინიმ "კრემონეზე", ტიაგო მოტამ "ბოლონია", ვინჩენცო იტალიანომ "ფიორენტინა", ალესიო დიონიზიმ "სასუოლო", ლუკა გოტიმ "სპეცია", ივან იურიჩმა "ტორინო", ანდრეა სოტილმა "უდინეზე", სტეფანო პიოლიმ "მილანი", სიმონე ინძაგიმ "ინტერი" და მარკო ძაფარონიმ "ვერონა".
რაც შეეხება "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის არჩევანს, ლუჩანო სპალეტიმ ჩემპიონის წინასწარ დასახელებისგან თავი შეიკავა, სეზონის აღმოჩენად გახდომა კი "ემპოლის" შემტევ ტომაზო ბალდანცის უწინასწარმეტყველა.