ინტერი ორ ფეხბურთელთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
მილანის "ინტერის" მცველი მატეო დარმიანი და ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ კლუბთან თანამშრომლობის გახანგრძლივებასთან ახლოს არიან.
დარმიანს ახალი კონტრაქტი "ნერაძურებთან" 2024 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობას.
ამის შესახებ ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციო იტყობინება.
დარმიანს ახალი კონტრაქტი "ნერაძურებთან" 2024 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობას.
რაც შეეხება ჩალჰანოღლუს, მას მოქმედი კონტრაქტი 2024 წელს ეწურება. ახალი კონტრაქტის ვადა ჯერ არ სახელდება.
სერია A-ს 19 ტურის შემდეგ, "ინტერმა" 37 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.
სერია A-ს 19 ტურის შემდეგ, "ინტერმა" 37 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.