ავტორიზაცია

რონალდუს ყოფილი შეყვარებული ჯორჯინას პლასტიკური ოპერაციის გაკეთებაში ადანაშაულებს

რონალდუს ყოფილი შეყვარებული ჯორჯინას პლასტიკური ოპერაციის გაკეთებაში ადანაშაულებს
თარიღი 27 Jan 2023, 11:39
კრიშტიანუ რონალდუს ყოფილმა შეყვარებულმა ნერეიდა გალარდომ ფეხბურთელის საცოლე ჯორჯინა როდრიგესი პლასტიკურ ოპერაციის გაკეთებაში დაადანაშაულა.

"ჯორჯინა როდრიგესი სულ უფრო და უფრო ემსგავსება კიმ კარდაშიანს, როგორ ფიქრობთ?" - წერს სილამაზის სალონის მფლობელი სოციალურ ქსელში და პორტუგალიელი ფეხბურთელის შეყვარებულის საარქივო კადრებს აქვეყნებს და მიანიშნებს, რომ მან რინოპლასტიკა გაიკეთა.

ნერეიდამ ასევე მიანიშნა, რომ რონალდუმ თავადახ გაიკეთა რინოპლასტიკა.

ნერეიდა გალარდო და პორტუგალიელი სპორტსმენი 2008 წელს დაახლოებით რვა თვის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. ამის შემდეგ კრიშტიანუ დიდხანს იყო რუს მოდელ ირინა შეიკთან ურთიერთობაში, 2016 წლიდან კი ცნობილი გახდა ფეხბურთელისა და მოდელის ჯორჯინა როდრიგესის რომანის შესახებ.