რატი არდაზიშვილის ახალი გუნდი ცნობილია
ყაზახური გამოცემის Sports.kz-ის ცნობით, ქართველმა ფეხბურთელმა რატი არდაზიშვილმა, რომელსაც წინა სეზონში "კასპიში" თამაშობდა "ჟეტისუსთან" კონტრაქტი გააფორმა.
წყაროს ცნობით, 25 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
არდაზიშვილმა წინა სეზონში "კასპის" შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
არდაზიშვილი სხვადასხვა დროს: თბილისის "ლოკომოტივის", "ჩიხურას", "რუხი ლვოვის", და "თელავის" მაისურს ირგებდა.