თბილისის საბურთალომ კიდევ ორი ტრანსფერი დაადასტურა
თბილისის „საბურთალო“ თურქეთის ქალაქ ბელექში გაემგზავრა, სადაც 15 თებერვლამდე მოემზადება და ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს.
შეკრებაზე ხუთი საკონტროლო მატჩი დაიგეგმა - 30 ან 31 იანვარს (ადგილზე დაზუსტდება), 4, 7, 11 და 14 თებერვალს. მეტოქეები უახლოეს პერიოდში გაირკვევა.
კლუბის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ცნობით, ომარ თეთრაძის გუნდში კიდრვ ორი ახალწვეულია: "საბურთალოს" მაისურს მცველი ირაკლი კომახიძე და ნახევარმცველი ოლეგ მამასახლისი დაიმატა.
კლუბის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ცნობით, ომარ თეთრაძის გუნდში კიდრვ ორი ახალწვეულია: "საბურთალოს" მაისურს მცველი ირაკლი კომახიძე და ნახევარმცველი ოლეგ მამასახლისი დაიმატა.
ორივე ფრხბურთელი ბოლოს ქობულეთის "შუქურაში“ თამაშობდა.
Fcsaburtalo.ge