ბარსელონა ევროპის ტოპ-ლიგებში საუკეთესო შედეგის ჩვენებას აგრძელებს

„ბარსელონა“ ლა ლიგის ზედიზედ მე-3 თამაშია გოლს არ უშვებს.
დღეს ხავის გუნდმა სტუმრად „ჟირონა“ 1:0 დაამარცხა და 18 შესაძლოდან მე-14 მატჩში მოახერხა კარის მშრალად შენახვა.
მთლიანობაში, „ბარსელონას“ ლა ლიგის ამ ჩემპიონატში მხოლოდ 6 გოლი აქვს გაშვებული, რაც ევროპის ტოპ-ლიგების საუკეთესო შედეგია.
„ბლაუგრანას“ კარში გოლის გატანა ამ სეზონში მხოლოდ „სოსიედადმა“ (4:1), „რეალმა“ (1:3), „ოსასუნამ“ (2:1) და „ესპანიოლმა“ (1:1) მოახერხეს.

„ბარსელონამ“ 47 ქულა დააგროვა და ცხრილში „რეალს“ კვლავ 6 ქულით გადაუსწრო, მადრიდული გუნდი თავის მატჩს „სოსიედადის“ წინააღმდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ხვალ, 29 იანვარს გამართავს.