ავტორიზაცია

"სერია ა-ს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ მისნაირი - არავინ", - მოურინიო ნაპოლისთან მატჩის წინ

"სერია ა-ს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ მისნაირი - არავინ", - მოურინიო ნაპოლისთან მატჩის წინ
თარიღი 28 იან 2023, 21:48
„რომას“ მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ თავისი შეგირდი პაულო დიბალა გამოარჩია.

„სერია ა-ს დიბალას დონის ფეხბურთელი არ ჰყავს. კარგი მოთამაშე ბევრია, მაგრამ მისნაირი - არავინ.

რაღაც მომენტში „ტოტენჰემში“ მინდოდა მისი მიყვანა, მაგრამ კლუბმა ტრანსფერის დახურვა ვერ მოახერხა.

„ნაპოლიშიც“ საუცხოო ფეხბურთელები არიან, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ დიბალას დონემდე ასვლა ჯერ ვერცერთმა ვერ მოახერხა.“, - აღნიშნა მოურინიომ „ნაპოლისთან“ ხვალინდელი მატჩის წინ.