შკრინიარმა პსჟ-სთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა
მილანის "ინტერის" მცველი მილან შკრინიარი ზაფხულში "პარი სენ-ჟერმენში" გადავა, იტყობინება ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.
წყაროს ინფორმაციით, 27 წლის სლოვაკი იტალიურ კლუბთან ხელშეკრულებას არ გააგრძელებს, რომელიც მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი.

ამიტომ შკრინიარი ფრანგულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. ფეხბურთელმა პსჟ-სთან წინასწარი კონტრაქტი უკვე გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად მხარეები ცდილობენ ტრანსფერი ზამთარში განხორციელდეს, მაგრამ "პსჟ" არ არის მზად ფეხბურთელში 10 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს, "ინტერის" ხელმძღვანელობა კი ორჯერ მეტს ითხოვს.
სლოვაკმა მცველმა მიმდინარე სეზონში "ნერაძურის" შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.