პირს მორგანი: "რონალდუმ იგრძნო, რომ მთავარი მწვრთნელი და კლუბი მას პატივს არ სცემდა"
ბრიტანელმა ჟურნალისტმა პირს მორგანმა, რომელიც ცნობილი კრიშტიანუ რონალდუსთან სკანდალური ინტერვიუს წყალობით გახდა, მანჩესტერ "იუნაიტედში" თავდამსხმელის კარიერის ბოლო პერიოდის შესახებ ისაუბრა.
"კრიშტიანუს იუნაიტედში თავისუფლება სურდა. ის გრძნობდა, რომ არც მთავარი მწვრთნელი და არც კლუბის ხელმძღვანელობა პატივს არ სცემდა.
"კრიშტიანუს იუნაიტედში თავისუფლება სურდა. ის გრძნობდა, რომ არც მთავარი მწვრთნელი და არც კლუბის ხელმძღვანელობა პატივს არ სცემდა.
იდეალურ შემთხვევაში, ის სხვა ტოპ-კლუბში უნდა გადასულიყო, მაგრამ ალ-ნასრმა გიჟური შეთავაზება გააკეთა. ეს ახალი გამოწვევაა კრიშტიანოსთვის. “, - განაცხადა მორგანმა.
37 წლის რონალდო "ალ-ნასრს" გასული წლის ბოლოს შეუერთდა. პორტუგალიელმა საუდის არაბეთის კლუბთან 2,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი შემოსავალი სეზონში 200 მილიონი ევრო იქნება.
37 წლის რონალდო "ალ-ნასრს" გასული წლის ბოლოს შეუერთდა. პორტუგალიელმა საუდის არაბეთის კლუბთან 2,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი შემოსავალი სეზონში 200 მილიონი ევრო იქნება.