ბარსელონას მცველი ლისაბონის სპორტინში გადადის
„ბარსელონას“ ესპანელი მარჯვენა მცველი, ექტორ ბელერინი, დიდი ალბათობით კარიერას პორტუგალიის ჩემპიონატში გააგრძელებს.
The Athletic-ის ინფორმაციით, ესპანელი ლისაბონის „სპორტინგში“ გადადის, სადაც „ტოტენჰემში“ მიმავალი პედრო პოროს შემცვლელის როლს მოირგებს.
თავდაპირველად „სპორტინგმა“ თვალი ტარიკ ლემპტის დაადგა, რომელიც „ბრაიტონში“ ასპარეზობს, თუმცა მისი შეძენა ვერ მოახერხეს, პრემიერ ლიგის გუნდმა კი მისი იჯარით გაშვებაზე უარი თქვა.
ბელერინმა ამ სეზონში ლა ლიგის 3 მატჩში ითამაშა და ხავის ნდობის მოპოვება ვერ მოახერხა.