ავტორიზაცია

წინა სეზონთან შედარებით, ტოპ-ლიგებში მოპოვებული ქულებით ბარსაზე დიდ პროგრესს მხოლოდ ერთმა გუნდმა მიაღწია

წინა სეზონთან შედარებით, ტოპ-ლიგებში მოპოვებული ქულებით ბარსაზე დიდ პროგრესს მხოლოდ ერთმა გუნდმა მიაღწია
თარიღი 29 იან 2023, 21:46
„ბარსელონამ“ ლა ლიგის 18 მატჩში ამ სეზონში იმაზე 19 ქულით მეტი დააგროვა, ვიდრე წინაში.

ამჟამად ხავის გუნდს 18 მატჩის შემდეგ 47 ქულა აქვს, წინა სეზონის ამ ეტაპზე კი მხოლოდ 28 ჰქონდა.

ერთ სეზონში ამაზე მეტ პროგრესს მხოლოდ ერთმა გუნდმა - „ნიუკასლმა“ მიაღწია, რომელსაც გასულ სეზონში 18 ტურის შემდეგ პრემიერ ლიგაში 10 ქულა ჰქონდა, წელს კი - 35.

შესაბამისად, „კაჭკაჭების“ პროგრესმა 25 ქულა შეადგინა, „ბარსას“ კი - 19.