ავტორიზაცია

20 წლის პედრიმ ბარსელონაში უკვე მე-100 მატჩი ჩაატარა

20 წლის პედრიმ ბარსელონაში უკვე მე-100 მატჩი ჩაატარა
თარიღი 28 იან 2023, 21:53
„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, პედრიმ „ჟირონასთან“ საიუბილეო შეხვედრა გამართა.

ლა ლიგის მე-19 ტურში „ბარსელონამ“ კატალონიური დერბი გამართა, რომელშიც გამარჯვება სწორედ პედრის გოლით მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მატჩი პედრისთვის „ბარსას“ მაისურით უკვე მე-100 გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ მხოლოდ 20 წლის არის.

„ბლაუგრანას“ მაისურით პედრის დებიუტი 2020 წლის 27 სექტემბერს შედგა, იქამდე ის „ლას პალმასში“ ასპარეზობდა.

დღევანდელ მატჩში პედრი მოედანზე 26-ე წუთზე ტრავმირებული უსმან დემბელეს ნაცვლად შემოვიდა.