ლუკაკუს ტრანსფერით ბაიერნი და კიდევ სამი კლუბი ინტერესდება
ცენტრალური ფორვარდი რომელუ ლუკაკუ, სავარაუდოდ, იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ მილანის "ინტერში" დარჩება.
Calciomercato-ს ინფორმაციით, ბელგიელი ფეხბურთელის მომსახურებით რამდენიმე ევროპული კლუბი ინტერესდება. საუბარია მიუნხენის "ბაიერნზე", ლონდონის "ტოტენჰემზე", მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ნიუკასლზე".
თავის მხრივ, ლონდონის "ჩელსი", რომელიც ბელგიელთან სრულ კონტრაქტს ფლობს, მზად არის გაყიდოს იგი. 29 წლის თავდამსხმელის სატრანსფერო ფასი 55 მილიონი ევროა.
თავის მხრივ, ლონდონის "ჩელსი", რომელიც ბელგიელთან სრულ კონტრაქტს ფლობს, მზად არის გაყიდოს იგი. 29 წლის თავდამსხმელის სატრანსფერო ფასი 55 მილიონი ევროა.