ბუდუ ზივზივაძე კარიერას გერმანიაში გააგრძელებს

გერმანული გამოცემის BNN-ის ცნობით, ბუდუ ზივზივაძე კარიერას გერმანიის მეორე ბუნდესლიგის "კარლსრუეში" გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელი გერმანიაში დღეს ჩავა და კონტრაქტს გააფორმებს.
"კარლსრუე" გერმანიის მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-15 ადგილზეა.
გამოცემის ინფორმაციით, ტრანსფერის განხორციელებაში გადამწყვეტი როლი ალექსანდრს იაშვილმა ითამაშა. რომელმაც 28 წლის ფორვარდის დამატება გუნდის მთავარი მწვრთნელს კრისტიან აიხნერს ურჩია.