ავტორიზაცია

მოურინიო ნაპოლისთან მატჩის შემდეგ: "ზოგჯერ ფეხბურთი უსამართლოა, დღეს მოგება დავიმსახურეთ"

მოურინიო ნაპოლისთან მატჩის შემდეგ: "ზოგჯერ ფეხბურთი უსამართლოა, დღეს მოგება დავიმსახურეთ"
თარიღი 30 იან 2023, 05:54
იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "რომას" დაუპირისპირდა და ვიქტორ ოსიმენისა და ჯოვანი სიმეონეს გოლებით 2:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია ლუჩიანო სპალეტის გუნდის სასტარტო თერთმეტეულში იყო და მე-17 წუთზე ოსიმენს საგოლე გადაცემა გაუკეთა. 

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე რომაელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა. 

"ნაპოლის ყველაზე მეტი პრობლემა შევუქმენით, შევაშინეთ. ზოგჯერ ფეხბურთი უსამართლოა და გუნდი, რომელიც მეტს იმსახურებს, მარცხდება. დღეს მოგება დავიმსახურეთ.

იმის გარდა, რომ ნაპოლი ძალიან კარგი გუნდია, ვარსკვლავიც მისთვის ანათებს. ეს კარგად ვიცი, რადგან 8 ჩემპიონის ტიტული მაქვს მოგებული და წელს ვარსკვლავი ნაპოლისთვის ანათებს. ნაპოლი სკუდეტოს მოიგებს.

ოსიმენის დროგბასთან მსგავსება? მან დღეს შესანიშნავი გოლი გაიტანა და რომშიც მაგარი გოლი გაგვიტანა. დროგბას დონეზე თამაში შეუძლია, მაგრამ დროგბა არ ყვინთავდა. მე მას ვუთხარი, რომ სიმულაციას უნდა შეეშვას. ",- თქვა მოურინიომ.