"ყოველთვის ერთი და იგივე მოთამაშეების გამოყენება არ შემიძლია"- ლუჩიანო სპალეტი
იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში "ნაპოლი" შინ "რომას" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
მატჩის შემდგომ პრესკინფერენციაზე ლუჩიანო სპალეტიმ შეხვედრა შეაფასა.
ოსიმენმა ფანტასტიკური გოლი გაიტანა, მას ყველაფერი აქვს: ძალა, ხარისხი და ტექნიკა. მისი დაჭერა ძალიან რთულია მაშინაც, როცა ბურთი არ აქვს, რადგან ყველაფერს აკეთებს.
ძირითად შემადგენლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც პირველი გოლის დროს საგოლე გადაცემა მიითვალა.
მატჩის შემდგომ პრესკინფერენციაზე ლუჩიანო სპალეტიმ შეხვედრა შეაფასა.
"მხოლოდ ასეთი ერთიანი გუნდით შეიძლება მოიგო ასეთი რთული მატჩი. დღეს ყველამ ითამაშა, ვინც სათადარიგო სკამზე იყო აჩვენეს, რომ გონებით უკვე მოედანზე იყვნენ, სანამ ნამდვილად შევიდოდნენ მოედანზე.
ოსიმენმა ფანტასტიკური გოლი გაიტანა, მას ყველაფერი აქვს: ძალა, ხარისხი და ტექნიკა. მისი დაჭერა ძალიან რთულია მაშინაც, როცა ბურთი არ აქვს, რადგან ყველაფერს აკეთებს.
რატომ შევცვალე ოსიმენი? მყავს ფეხბურთელები, რომლებიც ყოველთვის იმსახურებენ თამაშს და ყოველთვის ერთი და იგივე მოთამაშეების გამოყენება არ შემიძლია.
13-ქულიანი უპირატესობა? რთული მატჩის მოგებით სატურნირო ცხრილში 3 ქულით მეტი გვაქვს, მხოლოდ ეს ვიცი. “, - განაცხადა სპალეტიმ.