ავტორიზაცია

"ვისურვებდი, რომ ჩვენი ჩემპიონობა მარადონას ეხილა, მჯერა რომ ის ძალას ზეციდან გვაძლევდა", - მესი

"ვისურვებდი, რომ ჩვენი ჩემპიონობა მარადონას ეხილა, მჯერა რომ ის ძალას ზეციდან გვაძლევდა", - მესი
თარიღი 30 იან 2023, 23:33
ლეო მესიმ 2022 წლის მუნდიალის მოგება გაიხსენა.

„მას შემდეგ რაც ჩემპიონები გავხდით, ფინალის და აღნიშვნების ვიდეოები ვნახე, მაგრამ მთლიანად თამაში, 90 წუთი, აღარ მინახავს.

ვისურვებდი, რომ მარადონას თასი მოეცა თუ არა, ეს ყველაფერი ეხილა მაინც. მჯერა, რომ ის ზეციდან გვეხმარებოდა და ძალას გვაძლევდა, ისევე, როგორც ბევრი ადამიანი, რომელსაც ვუყვარვარ.“, - აღნიშნა არგენტინელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ დიეგო არმანდო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს გულის შეტევისგან საკუთარ სახლში გარდაიცვალა.