ავტორიზაცია

აგუერო: "როგორ უნდა წააგო ჩემპიონატი ჰოლანდთან ერთად? ტურნირის მარტოს მოგება მხოლოდ ერთ ფეხბურთელს შეუძლია"

აგუერო: "როგორ უნდა წააგო ჩემპიონატი ჰოლანდთან ერთად? ტურნირის მარტოს მოგება მხოლოდ ერთ ფეხბურთელს შეუძლია"
თარიღი 30 იან 2023, 23:52
„მან სიტის“ ექს-ფორვარდმა, სერხიო აგუერომ, გუნდზე ერლინგ ჰოლანდის გავლენაზე ისაუბრა.

შესაძლებელია საერთოდ წარმოდგენა, რომ გუნდი, რომელშიც ერლინგ ჰოლანდისნაირი ბომბარდირი თამაშობს, პრემიერ ლიგას ვერ მოიგებს?

ვნახოთ, სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ჰოლანდს ისეთი შედეგები აქვს, რომ ის ისტორიულ რეკორდებს მოხსნის და ტიტულისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

თუმცა, თუ ლეო მესის არ ჩავთვლით, ჩემპიონატის მარტოს მოგება არავის შეუძლია. ეს გუნდური თამაშია, „სიტის“ კი ნიჭიერი გუნდი და გამორჩეული სამწვრთნელო შტაბი ჰყავს.

ამ გუნდმა თავისი სიდიადე უკვე დაამტკიცა და გასაგებია, რომ აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებს.“ - აღნიშნა აგუერომ.

პრემიერ ლიგის 20 ტურის შემდეგ „სიტი“ ლიდერ „არსენალს“ 5 ქულით ჩამორჩება და 1 მატჩით მეტიც აქვს ჩატარებული.