ავტორიზაცია

ცნობილი გახდა მიზეზი რის გამოც კანსელო მანჩესტერ სიტის ტოვებს

ცნობილი გახდა მიზეზი რის გამოც კანსელო მანჩესტერ სიტის ტოვებს
თარიღი 30 Jan 2023, 20:16
მანჩესტერ "სიტის" მცველი ჟოაო კანსელო "ბაიერნს" უახლოეს მომავალში შეუერთდება.

Daily Mail-ის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელის მიუნხენურ კლუბში წასვლის მიზეზი "ქალაქელების" მთავარ მწვრთნელთან ხოსეპ გვარდიოლასთან კონფლიქტი გახდა.

წყარო ამბობს, რომ ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის ურთიერთობა სეზონის განახლების შემდეგ გაუარესდა, კანსელომ მოედანზე ნაკლები დროის მიღება დაიწყო და აქტიურად დაიწყო უკმაყოფილების გამოხატვა.

კლუბმა გადაწყვიტა ფეხბურთელი გაეშვა, თუ მისთვის კარგი შეთავაზება იქნებოდა.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა მცველმა ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.