ბენფიკას მწვრთნელი: "ფერნანდესს ვერ შევინარჩუნებთ, თუ მის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს გადაიხდიან"
ლისაბონის "ბენფიკას" მთავარმა მწვრთნელმა როჯერ შმიდტმა განაცხადა, რომ მისი კლუბი ვერ შეძლებს ნახევარმცველის ენცო ფერნანდესის შენარჩუნებას, თუ არგენტინელის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაუხდიან.
"ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ ფერნანდესს, თუ მის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს გადაიხდიან. ამ დროისთვის გარიგება არ დასრულებულა. ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს ორ დღეში. “, - განაცხადა შმიდტმა პრესკონფერენციაზე.
აღნიშნულია, რომ თავად ენცო დიდი ხანია "ჩელსიში" გადასვლას დათანხმდა და კლუბს კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა.
აღნიშნულია, რომ თავად ენცო დიდი ხანია "ჩელსიში" გადასვლას დათანხმდა და კლუბს კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა.