ავტორიზაცია

რაჯა ნაინგოლანი იტალიის ჩემპიონატში ითამაშებს

რაჯა ნაინგოლანი იტალიის ჩემპიონატში ითამაშებს
თარიღი 30 იან 2023, 19:00
"სპალმა" ბელგიელი ნახევარმცველის, რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა.

34 წლის ფეხბურთელის შეთანხმება იტალიურ კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი, თუმცა ის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

ნაინგოლანმა მიმდინარე სეზონი ბელგიურ "ანტვერპენში" დაიწყო. ამ გუნდის შემადგენლობაში ნახევარმცველმა 18 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

მანამდე ნახევარმცველი ასევე: "კალიარიში", "რომაში" და მილანის "ინტერში" თამაშობდა, რომელთან ერთადაც 2021 წელს იტალიის ჩემპიონატი მოიგო.

აღსანიშნავია, რომ სპალი იტალიის სერია B-ში თამაშობს. 22 ტურის შემდეგ ქალაქ ფერარას გუნდი 24 ქულით სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა.