ავტორიზაცია

სტანისლავ ბილენკი ისრაელის ჩემპიონატში ითამაშებს?

სტანისლავ ბილენკი ისრაელის ჩემპიონატში ითამაშებს?
თარიღი 30 Jan 2023, 13:40
თბილისის "დინამოს" უკრაინელი ფორვარდი სტანისლავ ბილენკი ისრაელის "მაკაბი ნათანიას" რიგებში ითამაშებს.

ინფორმაციას ავტორიტეტული გერმანული სააგენტო Transfermarkt-ი ადასტურებს.

წყაროს ცნობით, 24 წლის ფეხბურთელი ებრაულ გუნდში იჯარის წესით სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

ბილენკიმ "დინამოს" შემადგენლობაში ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშებაში 29 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

უკრაინელი სხვადასხვა დროს: დონეცკის "ოლიმპიკის", "დუნაისკა სტრედას", "ზაგლებიეს", "რუხ ვლივის" და "დინამო ბრესტის" მაისურს ირგებდა.