ავტორიზაცია

ბარსელონას იანვრის ფანჯრის დახურვამდე 10 მილიონი ევროს დახარჯვა შეუძლია - ცნობილია კლუბის პრიორიტეტი

ბარსელონას იანვრის ფანჯრის დახურვამდე 10 მილიონი ევროს დახარჯვა შეუძლია - ცნობილია კლუბის პრიორიტეტი
თარიღი 31 Jan 2023, 13:59
„ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ, ერთი ახალწვეულის დამატების შესაძლებლობა აქვს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, კატალონიურ გუნდს დაახლოებით 10 მილიონი ევროს დახარჯვა შეუძლია.

„ბარსაში" ამ საკითხთან დაკავშირებით ოპტიმისტურად განწყობილნი არ არიან, მაგრამ ბოლომდე ეცდებიან შემადგენლობის გაძლიერებას, რადგან მემფის დეპაის წასვლის გამო, ხავი შეტევის გაძლიერებას ითხოვს.

დეპაის გაშვებიდან „ბარსამ" 4 მილიონი ევრო მიიღო, ჟერარ პიკეს წასვლის გამო დაზოგილი თანხა კი 6 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ჯამში 10 მილიონი გამოდის და „ბლაუგრანას" სწორედ ამ თანხის დახარჯვა შეუძლია.

მემფისის წასვლის გარდა, სიტუაცია უსმან დემბელეს ტრავმამაც დაამძიმა, რომელიც დაახლოებით ერთ თვეს გამოტოვებს. თუმცა, „ბარსას" არ სურს წარსულის შეცდომების გამეორება და ტრანსფერების ტრანსფერებისთვის გაკეთება. 

რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, კლუბში იჯარის შესაძლებლობასაც განიხილავენ.