ავტორიზაცია

ბარსელონამ ამრაბატის გადაბირება სცადა, თუმცა უარი მიიღო - ფეხბურთელმა პროტესტის ნიშნად ვარჯიში გამოტოვა

ბარსელონამ ამრაბატის გადაბირება სცადა, თუმცა უარი მიიღო - ფეხბურთელმა პროტესტის ნიშნად ვარჯიში გამოტოვა
თარიღი 31 იან 2023, 15:08
„ფიორენტინამ" სოფიან ამრაბატის თაობაზე „ბარსელონას" პირველი შემოთავაზება დაბლოკა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კატალონიურ კლუბს მაროკოელი საყრდენის იჯარაში 3-4 მილიონ ევროს იხდიდა, შემდეგ კი 40 მილიონად მისი გამოსყიდვაც შეეძლებოდა, თუმცა „ფიორენტინასგან" უარი მიიღო.

Cope ფეხბურთელის გარემოცვაზე დაყრდნობით წერს, რომ ამრაბატის „ბარსელონაში" გადასვლის განხორციელება რთული იქნება, მაგრამ ამის ალბათობა ჯერ კიდევ არსებობს.

ჟურნალისტი აშრაფ ბან იადი ამტკიცებს, რომ დღეს ამრაბატმა უარის გაპროტესტება გადაწყვიტა და „ფიორენტინასთან" ერთად არ ივარჯიშა.

ფეხბურთელს გუნდტან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.