ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა ნახევარმცველი სამი თვით დაკარგა

მანჩესტერ იუნაიტედმა ნახევარმცველი სამი თვით დაკარგა
თარიღი 31 იან 2023, 17:52
„მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა, მძიმე დაზიანება მიიღო.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, დანიელმა, რომელმაც ინგლისის თასზე „რედინთან" მატჩში მოედანი 57-ე წუთზე დატოვა, ენდი კეროლის ვარდნის შედეგად ტერფი დაიზიანა.

თავდაპირველმა ტესტებმა აჩვენა, რომ ერიქსენის ტრავმა საკმაოდ მძიმეა და ფეხბურთელს დაახლოებით 3 თვე გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოედანზე დაბრუნებას აპრილის ბოლომდე ვერ მოახერხებს.

მიმდინარე სეზონში ერიქსენმა „ემიუს" მაისურით 31 მატჩში ყველა ტურნირზე 2 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.