ავტორიზაცია

ოფიციალურად: ჟორჟინიო არსენალის ფეხბურთელია

ოფიციალურად: ჟორჟინიო არსენალის ფეხბურთელია
თარიღი 01 თებ 2023, 00:26
„არსენალმა“ ჟორჟინიოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

31 წლის ნახევარმცველი „მეთოფეების“ რიგებში „ჩელსიდან“ გადავიდა. კონტრაქტის დეტაები არ საჯაროვდება, მაგრამ როგორც ირკვევა, კლუბთან მან 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმება ხელშეკრულება, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

იწერება, რომ „არსენალმა“ იტალიის ნაკრების ნახევარმცველში 12 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

იტალიელი „ჩელსიში“ 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობდა და 4 ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაც.

ამ სეზონში ჟორჟინიომ პრემიერ ლიგის 18 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. ახალ გუნდში ის 20-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.