ავტორიზაცია

ჰაკიმ ზიეჩი 6-თვიანი იჯარით პსჟ-ში ითამაშებს

ჰაკიმ ზიეჩი 6-თვიანი იჯარით პსჟ-ში ითამაშებს
თარიღი 01 თებ 2023, 02:11
ლონდონის „ჩელსის“ შემტევი ჰაკიმ ზიეჩი კარიერას „პსჟ-ში“ გააგრძელებს.

The Athletic-ის ჟურნალისტის დევიდ ორშტეინის ინფორმაციით, ორ კლუბს შორის შეთანხმება ხელმოწერილი ჯერ არ არის, მაგრამ შეთანხმებულია.

მაროკოელი შემტევი პარიზში სეზონის ბოლომდე იჯარით გადაბარგდება, საფრანგეთის ჩემპიონები ამ იჯარაში გარკვეულ თანხას გადაიხდიან, თუმცა კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი ჩაწერილი არ იქნება.