ავტორიზაცია

სიტის ზაფხულში ორი ფეხბურთელის შეძენა სურს

სიტის ზაფხულში ორი ფეხბურთელის შეძენა სურს
თარიღი 01 თებ 2023, 12:37
მანჩესტერ "სიტი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროდ ნახევარდაცვის ზონაში შემადგენლობის გაძლიერებას შეეცდება.

Daily Mail-ის ცნობით, კლუბი "ლესტერის" ნახევარმცველით ჯეიმს მედისონით არის დაინტერესებული. გარდა ამისა, მანჩესტერ "სიტი" დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველის ჯუდ ბელინგემის ტრანსფერით ინტერესდება.

მანჩესტერ "სიტი" ამჟამად მედისონზეა ფოკუსირებული, რადგან პეპ გვარდიოლას გუნდში მეტი შემტევი ნახევარმცველი უნდა. ჯეიმსის ამჟამინდელი კონტრაქტი "ლესტერთან" 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში, ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია. 

აღსანიშნავია, რომ ილქაი გიუნდოგანისა და ბერნარდო სილვას მომავალი მანჩესტერ "სიტიში" კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.