ილია ზაბარნი პრემიერ ლიგაში ითამაშებს
უკრაინის ნაკრების და კიევის "დინამოს" 20 წლის ცენტრალური მცველი ილია ზაბარნი ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მცველმა ახალ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ფეხბურთელის ტრანსფერისთვის ინგლისურმა გუდნდმა 22,7 მილიონი ევრო გადაიხადა.
მიმდინარე სეზონში უკრაინელმა თავისი კლუბის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა.
მიმდინარე სეზონში უკრაინელმა თავისი კლუბის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა.
რაც შეეხება "ბორნმუთს" ეს გუნდი მიმდინარე სეზონში გადარჩენისთვის იბრძვის და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-18 ადგილზეა.