როგორი შეფასება მიიღო მიქაუტაძემ როდეზთან მატჩში?

საფრანგეთის ლიგა 2-ის 21-ე ტურში "მეცი" საკუთარ მოედანზე "როდეზს" დაუპირისპურდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

მიქაუტაძე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე ულამაზესი გოლით დააწუნაურა.
Sofascore-მ ქართველი ფორვარდის თამაში 7.0 ბალით შეაფასა.

"მეცი" საფრანგეთის ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 33 ქულით მე-5 ადგილზეა. მეორე ადგილზე მყოფ "სოშოთან" ჩამორჩენა კი მხოლოდ 3 ქულას შეადგენს.