ავტორიზაცია

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში, რეალმა ასენსიო ევროპულ გრანდში არ გაუშვა

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში, რეალმა ასენსიო ევროპულ გრანდში არ გაუშვა
თარიღი 01 თებ 2023, 22:19
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში მადრიდის „რეალმა“ მარკო ასენსიოს თაობაზე უარი „პსჟ-ს“ შეუთვალა.

AS-ის ინფორმაციით, შაბათს პარიზელებმა ესპანელი შემტევის გადაბირება სცადეს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ მადრიდელები ფეხბურთელის გაყიდვას დათანხმდებოდნენ, რადგან მას კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, თუმცა კატეგორიული უარი მიიღეს.

„რეალს“ ასენსიოსთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს. თავად მარკოს პრიორიტეტიც დარჩენაა, თუმცა ის კლუბისგან უფრო მნიშვნელოვანი როლის მიღებას ელის. უახლოეს პერიოდში, მხარეებს შორის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაიწყება.

ამ სეზონში ასენსიომ ლა ლიგაში 13 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.