ავტორიზაცია

მალიორკას კაპიტანი: "შვილებს სამაგალითოდ შემიძლია ბენზემა და მოდრიჩი დავუსახელო, მაგრამ ვინისიუსი - არასდროს"

მალიორკას კაპიტანი: "შვილებს სამაგალითოდ შემიძლია ბენზემა და მოდრიჩი დავუსახელო, მაგრამ ვინისიუსი - არასდროს"
თარიღი 01 თებ 2023, 22:37
„მალიორკას“ კაპიტანმა, ანტონიო რაილიომ აღნიშნა, რომ საკუთარ შვილებს სამაგალითო ფეხბურთელად ვინისიუსს არასდროს არ მოუყვანდა.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში რაილიომ აღნიშნა: „ვინისიუსმა კოლეგები არ უნდა დაამციროს და შეურაცხყოს. ის რასიზმის თემად ჯოკერივით იყენებს, როცა პროვოკატორს ეძახიან.“

„მე ვუბრუნდები იმას, რაც წინაზე ვთქვი, ბევრად მეტის თქმას ახლაც არ ვაპირებ.

ხვალ რომ შვილებისთვის სამაგალითოდ დამჭირდეს რომელიმე ფეხბურთელის მოყვანა, მე მოდრიჩს ან ბენზემას ვიტყოდი, მაგრამ მას - არასდროს.“, - აღნიშნა რაილიომ.