რაიოს პრეზიდენტი: "რეალი ძალიან ჯენტლმენურად მოიქცა და ეს დასაფასებელია"
ზაფხულში მადრიდის „რეალი“ თავის აღზრდილ მარცხენა მცველს, ფრან გარსიას დაიბრუნებს.
„რაიოს“ მცველმა გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 30 ივნისიდან შევა ძალაში, როცა მადრიდელები 5 მილიონ ევროს გადაიხდიან მის გამოსასყიდად.
ფეხბურთელის შეძენა „ლევერკუზენს“ ამ ზამთარსვე სურდა და 10 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა ტრანსფერი „რეალმა“ დაბლოკა, რადგან გარსიას საკუთარ გუნდში ხილვა სურს მომდევნო სეზონში.
„რაიოს ვალეკანოს“ პრეზიდენტმა, რაულ მარტინ პრესამ „რეალთან“ შეთანხმება პრესასთან დაადასტურა:
„რეალმა ფრან გარსიას „ბაიერში“ წასვლის საშუალება არ მისცა - აშკარაა, რომ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მიიჩნევენ, რომ მას შეუძლია გუნდისთვის სასარგებლო იყოს. „რეალი“ სწორედ მოიქცა - ეს ფეხბურთელი პროგრესირებს.
მენდის ტრავმის სიტუაციიდან გამომდინარე, მათ გარსიას წაყვანა ახლავე შეეძლოთ, თუმცა კლუბი ძალიან ჯენტლმენურად მოიქცა და ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე ჩვენთან დატოვა, რაც მისთვისაც უკეთესი იქნება, რადგან პროგრესს გააგრძელებს.“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.