ავტორიზაცია

ანჩელოტი: "მოდრიჩი და ბენზემა საუდის არაბეთში? მათ ჩემი რჩევა არ დასჭირდებათ"

ანჩელოტი: "მოდრიჩი და ბენზემა საუდის არაბეთში? მათ ჩემი რჩევა არ დასჭირდებათ"
თარიღი 01 თებ 2023, 22:56
„რეალის“ მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, ლუკა მოდრიჩის და კარიმ ბენზემას საუდის არაბეთში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

ორივე ამ ფეხბურთელს „რეალთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და იწერება, რომ არაბული დაუსახელებელი კლუბი მათ ერთად ეპატიჟება.

„ბენზემას და მოდრიჩს ჩემი რჩევები არ დასჭირდებათ, თუ საუდის არაბეთიდან შემოთავაზებას მიიღებენ.

მე მგონია, რომ მადრიდის ლეგენდები მადრიდში უნდა რჩებოდნენ.“, - აღნიშნა იტალიელმა.