ავტორიზაცია

ჩელსი შესაძლოა ხუთმა ფეხბურთელმა დატოვოს

ჩელსი შესაძლოა ხუთმა ფეხბურთელმა დატოვოს
თარიღი 02 Feb 2023, 01:17
"ჩელსიმ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების გამო შესაძლოა ხუთმა ფეხბურთელმა დატოვოს.

ესენი არიან: პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ჰაკიმ ზიეჩი, კრისტიან პულისიჩი, მატეო კოვაჩიჩი და კალიდუ კულიბალი. ამის შესახებ The Guardian წერს.

ეს ყველაფერი იმით არის განპირობებული, რომ მხოლოდ ამ ზამთარში "არისტოკრატემა" ტრანსფერებზე 330 მილიონი ევრო დახარჯეს.

ზემოთ ნახსენები ფეხბურთელების გარდა, ლონდონური გუნდი შესაძლოა ბენ ჩილუელმა და კონორ გალაჰერმა დატოვონ.