ბარსელონამ მინიმალურად გაიმარჯვა და ლა ლიგაში 4 მატჩიანი მოგებათა სერია აქვს

ესპანეთის ლა ლიგის მე-17 ტურის მატჩში "ბარსელონა" სტუმრად "რეალ ბეტისს" დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 2:1 გაიმარჯვა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 65-ე წუთზე "ბლაუგრანა" რაფინიამ დააწინაურა. 80-ე წუთზე ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში მე-14 გოლი გაიტანა, მაურისიო პელეგრინის შეგირდებმა 85-ე წუთზე მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს, როცა კუნდემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
ამრიგად, ხავის გუნდმა თავი 50 ქულას მოუყარა და უახლოეს მდევარ მადრიდის "რეალს" 8 ქულით უსწრებს.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ მადრიდულ გრანდს ერთი მატჩი მარაგში აქვს, კარლო ანჩელოტის გუნდი მე-17 ტურში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიას" დაუპირისპირდება.