ავტორიზაცია

თურქულ შეკრებაზე გორის დილას პირველი სპარინგ მეტოქე ცნობილია

თურქულ შეკრებაზე გორის დილას პირველი სპარინგ მეტოქე ცნობილია
თარიღი 02 თებ 2023, 11:21
საქართველოს ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი გორის "დილა" რომელიც გაისათ უეფას კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს ახალი სეზონისთვის ემზადება.

გუნდმა ბიძინა მახარობლიძის, ზურა თევზაძის და ოთარ ფარულავას ტრანსფერი გამოაცხადა. 

გორელებმა ადგილობრივ შეკრებაზე რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩაატარეს და 3 თებერვლიდან თურქულ შეკრებას გაივლიან, სადაც რამდენიმე სპარინგ მატჩს გამართავენ.

როგორც ყაზახური მედია იტყობინება, 14 თებერვალს "ასტანა" ამხანაგურ შეხვედრაში სწორედ ანდრეი დემჩენკოს გუნდს დაუპირისპირდრბა.