ავტორიზაცია

მადრიდის რეალმა ბენზემას შემცვლელი იპოვა

მადრიდის რეალმა ბენზემას შემცვლელი იპოვა
თარიღი 02 თებ 2023, 12:46
მადრიდის "რეალი" დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელით კარიმ ადეემიის ტრანსფერით არის დაინტერესებული.

Football-Espana-ს ცნობით, "ბლანკოსი" 21 წლის გერმანელ თავდამსხმელს ფრანგი კარიმ ბენზემას შემცვლელად განიხილავს, რომელსაც გასული წლის დეკემბერში 35 წელი შეუსრულდა. 

ადეიემის საბაზრო ღირებულება 35 მილიონ ევროდ არის შეფასებული და მისი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

მიმდინარე სეზონში ადეიემიმ ბუნდესლიგაში 14 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.