ავტორიზაცია

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარის დროს, ჩელსის ინტერის ერთ-ერთი ლიდერის შეძენა სურდა

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარის დროს, ჩელსის ინტერის ერთ-ერთი ლიდერის შეძენა სურდა
თარიღი 02 თებ 2023, 11:30
ლონდონის "ჩელსის" გუნდის შუა ხაზის იტალიელი ნახევარმცველით გაძლიერება სურდა, ამის შესახებ ინსაიდერი ნიკოლო შირა სოციალური ქსელების საშუალებით იუწყება.

საუბარია მილანის “ინტერის” ნახევარმცველ ნიკოლო ბარელაზე.

წყაროს ცნობით, "ნერაძურიმ" ფეხბურთელს ინგლისის ტოპ კლუბში წასვლაზე უარი თქვეს. "ინტერი" ბარელას ხელშეუხებელ ფეხბურთელად მიიჩნევს.

ნიკოლო "ინტერში" 2020 წლიდან თამაშობს. ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბარელას კონტრაქტი ინტერთან 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.